ჩინეთი აშშ-ს 10%-იანი ტარიფების საპასუხოდ, ამერიკიდან იმპორტირებული პროდუქტების ნაწილს ტარიფებს უწესებს.
ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-დან იმპორტირებულ ქვანახშირს, გათხევადებულ გაზს 15%-იან ტარიფს, ხოლო ნედლ ნავთობს 10%-იან ტარიფებს დაუწესებენ. ჩინეთის მიერ დაანონსებული ტარიფები 10 თებერვლიდან შევა ძალაში.
ჩინეთი ასევე აცხადებს, რომ გუგლის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიურ გამოძიებას დაიწყეს და რამდენიმე ამერიკულ კომპანიას "არასანდო კომპანიების" სიაში შეიყვანს. დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი საბაჟო გადასახადების ამოქმედებისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კანადისთვის და ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები ძალაში 4 თებერვლიდან შევა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 10%-იანი ტარიფი კანადიდან იმპორტირებულ ენერგორესურსებზე იმოქმედებს.