მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი აშშ-ში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს რეგისტრაციას უჭიანურებს

სი ძინპინი / ტრამპი

ჩინეთის ხელისუფლება იმ ადგილობრივ კომპანიების ზღუდავს, რომელთაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინვესტირება სურთ. საქმე ისაა, რომ ჩინეთის კომუნისტური წყობიდან გამომდინარე, კომპანია, რომელსაც სურს ინვესტიცია სხვა ქვეყანაში დააბანდოს, ვალდებულია მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა მიიღოს, მაგრამ შესაბამისმა მარეგულირებელმა ამ პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაიწყო, რაც აშშ-ში ჩინური კაპიტალის შემოდინებას აფერხებს.

ასეთი გადაწყვეტილება ჩინეთს ამ დრომდეც მიუღია, მაგრამ იმ დროს, მიზეზად ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინების ტენდენციის შეჩერება დასახელდა. ახლა კი, როგორც ჩანს, სი ძინპინის პოლიტიკა ე.წ. “სავაჭრო ომის” ფარგლებში დაწესებულ ტარიფებს უკავშირდება. ამ თემაზე ქვეყნებს შორის უმაღლესი რანგის მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება, რისთვისაც სი ძინპინი დონალდ ტრამპს ეწვევა. ამგვარად, ჩინეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის ბერკეტებს აგროვებს.

ბოლო არსებული მონაცემებით, რომელიც 2023 წლით თარიღდება, ჩინურმა კომპანიებმა აშშ-ში $6.9 მილიარდი დააბანდეს, რაც აშშ-ის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი თანხა არ არის, მაგრამ შინაარსობრივად ის ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ეს მაჩვენებელი 5.2%-ითაა შემცირებული, როცა ამავე პერიოდში, ყველა სხვა ქვეყანაში ინვესტიციამ საშუალოდ 8.7%-ით იმატა. ჯამში, ჩინეთზე აშშ-ში განხორციელებული ინვესტიცების მხოლოდ 2.8% მოდის, რაც, ნაწილობრივ, სწორედ სავაჭრო ომით აიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები