მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი COVAX-ს 10 მილიონ დოზა კოვიდ ვაქცინას მიაწვდის

601a97d85926c
ნათია თაქთაქიშვილი
03.02.21 16:34
620
ჩინეთი COVAX-ის პლატფორმას 10 მილიონ დოზა კოვიდ ვაქცინას მიაწვდის გლობალური ინიციატივის ფრაგლებში, რომელიც 2 მილიარდ ვაქცინას ითვალისწინებს ღარიბი და განვითარებადი ქვენებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაცია ასევე განიხილავს მათი ვაქცინისთვის დაუყოვნებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭებას.

„მსოფლიო ჯანდაცვის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ COVAX-ის პლატფორმას 10 მილიონი კოვიდ ვაქცინის დოზა, რომელიც სასწრაფოდ აუცილებელია განვითარებადი ქვეყნებისათვის. ჩინეთს ამ ქმედებით სურს ხაზი გაუსვას თუ რამდენად აუცილებელია ვაქცინის თანაბარი განაწილება კაცობრიობისათვის“, -განაცახადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ვენბინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები