მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთი დასავლეთ რეგიონში პორტებისა და საავიაციო ჰაბების გაძლიერებას გეგმავს - Reuters

ჩინეთი

ჩინეთის ქვეყნის დასავლეთ რეგიონის გაძლიერებისა და განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. კერძოდ, იგეგმება ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, როგორიცაა პორტები და საავიაციო ჰაბები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჩინეთის დასავლეთი რეგიონები ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 2/3-ს შეადგენს და აერთიანებს შემდეგ რეგიონებს: სიჩუანი, ჩონკინგი, იუნანი, სინძიანი და ტიბეტი.

ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა საერთაშორისო საავიაციო ჰაბების განვითარება ქალაქებში, ასევე თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა და მათი ინტეგრაცია პორტებთან და სხვა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ცენტრებთან.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, საბაჟოს გენერალურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზომების მიღება ხელს შეუწყობს სარკინიგზო, საჰაერო, სამდინარო და საზღვაო ტრანსპორტის ინტეგრირებას დასავლეთ ჩინეთთან. ასევე აშენდება და გაფართოვდება რამდენიმე პორტი.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი დასავლეთის რეგიონების ეკონომიკური წონის ზრდას დიდი ხანია ცდილობს, ვინაიდან ქვეყნის დასავლეთი მხარე შესამჩნევად ჩამორჩება სანაპირო პროვინციებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები