მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

613a00adaa1cc
ნათია თაქთაქიშვილი
09.09.21 20:25
948

2021 წლის მეორე კვარტალში ჩინეთი ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა და აღნიშნულ პოზიციაზე აშშ ჩაანაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროსტატის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

"ევროსტატის" მიხედვით, ჩინეთიდან იმპორტის წილი 2019 წლის პირველი კვარტალიდან 2021 წლის მეორე კვარტალის ჩათვლით, 4.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ამასთან ექსპორტის წილი ასევე გაზრდილია შვეიცარიიდან 0.7 პროცენტული პუნქტით.

რაც შეეხება ექსპორტის წილის კლებას, ყველაზე მეტად იმპორტი დიდი ბრიტანეთიდან შემცირდა და 3.4 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რუსეთიდან - 1.1 პროცენტული პუნქტით იკლო, ხოლო აშშ-დან - 1.0 პროცენტული პუნქტით.

როგორც "ევროსტატის" ანგარიშშია აღნიშნული, საექსპორტო წილების შემცირება კორონავირუსის პანდემიას, ხოლო დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში „ბრექსიტსაც“ უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები