მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ჩინეთთან სავაჭრო პოლიტიკის შესაძლო გამკაცრების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირი

14-15 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელონ.

როგორც ირკვევა, მხარეები იმ ფრანგულ-გერმანულ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც მიზნად ორ მხარეს შორის არსებული დეფიციტის შემცირებას ისახავს. კონკრეტიკისთვის, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 360 მილიარდი ევრო ($402 მლრდ.) იყო, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კი უკვე 200 მილიარდ ევროს მიაღწია.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოცემულობა მიუღებელია და ევროპული მხარე მის შესამცირებლად ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა მაროშ შეფჩოვიჩმა კი განაცხადა, რომ გასულ კვირას დადებული მნიშვნელოვანი შეთანხმების მიუხედავად, კვლავ საჭიროა მუშაობა, რათა დეფიციტი სრულად იქნეს აღმოფხვრილი.

ცნობისთვის, აზიური ქვეყნიდან მანქანებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მზარდმა ექსპორტმა ადგილობრივ ინდუსტრიას საფრთხე შეუქმნა და ევროპაში სამუშაო ადგილების მასობრივი შემცირება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მხარეები უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, თავდაცვისა და მიგრაციის საკითხებსაც განიხილავენ, თუმცა ამ მხრივ კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები