ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 395 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტს “დაიცავი ტაივანი”.
აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ფრენკ ლუკასმა წარადგინა და ის მიზნად ისახავს ჩინეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური პეკინი ტაივანზე სამხედრო შეტევას მიიტანს, ან მის ეკონომიკურ განადგურებას ემბარგოს დაწესებით, საზღვაო ალყაში მოქცევითა და პროდუქტების შეძენაზე ბოიკოტით ცდის.
როგორც ირკვევა, ორივე პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მოიცავს ჩინეთის დიდი 20-ეულიდან გარიცხვას, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკიდან და მსოფლიო ფინანსური სტაბილურობის საბჭოდან გაგდებას.
როგორც ინიციატორი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, ეს კანონპროექტი ემსახურება არა ოფიციალური პეკინის გამოწვევას, არამედ მისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის გაჟღერებას და მიხვედრებას, თუ რა მოხდება, თუ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას ცდის.
ფრენკ ლუისმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას ეს ინიციატივა რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ კანონს შეადარა, რომელსაც 2022 წელს, ომის დაწყებიდან მალევე კონგრესის ორივე პალატამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინიციატივის დამტკიცების აუცილებლობაზე ისაუბრა დემოკრატმა პოლიტიკოსმა გრეგ სტანტონმაც. მან თქვა, რომ თუ რომელმაც თქვა, რომ თუ ჩინეთს ეცოდინება, რომ ტაივანის აღების შემთხვევაში, ის გაცილებით ფრთხილად მოიქცევა და თავს გლობალური ფინანსური სისტემიდან გამორიცხვის საფრთხის წინაშე არ დააყენებს.
კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ უდიდესი მხარდაჭერით დამტკიცებული ინიციატივა შტატების სახაზინო დეპარტამენტს ავალდებულებს, მოამზადოს ჩინური უწყებების, ასევე კომპანიების საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმებიდან სწრაფი გარიცხვის გეგმა, რათა ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში, რეაგირება დროული და მტკივნეული იყოს აზიური ზესახელმწიფოსთვის. რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ფრენჩ ჰილმა თქვა, რომ რეალურად “დაიცავი ტაივანი” არა რამე სიახლე, არამედ აშშ-ტაივანს შორის 1979 წელს დადებული შეთანხმების გაგრძელებაა. როგორც ჰილი ამბობს, ის ადასტურებს, რომ ამერიკა კუნძულოვან სახელმწიფოს მხარდაჭერას არა ახლა, პროვოკაციულად უცხადებს, არამედ მრავალი წლებია უდგას გვერდით. კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო, ახლა სენატში გადამისამართდება, სადაც გასვლის შემთხვევაში, პრეზიდენტ ტრამპს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში ფედერალურ კანონად იქცევა.




























