მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას განიხილავს - მინისტრი

ლევან დავითაშვილი

ჩინეთმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დავითაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ საუბარი პეკინში, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომაზეც შედგა.

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან გაუუქმა.

“სარკისებურად განიხილება ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეთათვისაც, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასე რომ ძალიან პოზიტიური იყო კომისიის მუშაობა და დაიგეგმა რეგულარული კომისიების მოწყობა მომდევნო წლებშიც, რათა ის აქტუალური საკითხები, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ, რეალურად სრულდებოდეს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გასულ კვირაში პეკინში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა. ლევან დავითაშვილმა ასევე გამართა შეხვედრა ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან.

ეს ბოლო 8 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის პირველი სხდომა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები