ჩინეთის ხელისუფლება თავდაცვით ხარჯებს ზრდის. მიმდინარე წელს, ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 1.78 ტრილიონ იუანამდე ანუ $245 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. სამხედრო ბიუჯეტის ზრდის ასეთივე მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩინეთში 2023 წელს, ხოლო 2022-ში და 2021-ში თავდაცვითი ბიუჯეტი 7.1%-ით და 6.8%-ით გაიზარდა. როგორც ჩინეთში ამბობენ, ბიუჯეტის გაზრდით ჩინეთი უფრო ძლიერი იქნება, რაც მსოფლიოში მშვიდობას უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში, ჯარის შენარჩუნების დანახარჯი ჩინეთმა ჯერ კიდევ მშპ-ის 1.5%-ის ფარგლებში შეინარჩუნა, რაც გლობალურ საშუალოზე ნაკლებია. თავად ბიუჯეტის გაზრდა კი სრულ თანხვედრაში მოდის გლობალურ ტენდენციასთან, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნებმა სამხედრო დანახარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს. ამ პარამეტრით ჩინეთს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები უსწრებს, რომელიც თავდაცვაზე წელს $850 მილიარდს დახარჯავს.




























