მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთი უცხოური კომპანიებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას აპირებს

5dc151f22ae2f
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 23:50
1082

ჩინეთი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შედინებისთვის ხელის შეწყობას კიდევ უფრო მეტად აპირებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის საქონლის გამოფენაზე (CIIE) გააკეთა. სი ძინპინის თქმით, პეკინი ქვეყნის ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას შეეცდება, რათა უცხოური კომპანიებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობები შეიქმნას.


”ჩინეთი გააგრძელებს ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას ბაზრის წესებისა და კანონების საფუძველზე. ჩვენ გავაგრძელებთ უცხოური კაპიტალის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობას, რათა ინვესტიციების სტიმულირება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა მარტივად მოხერხდეს", - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.


აღსანიშნავია, რომ როგორც ზოგიერთი დასავლური გამოცემა წერს, ჩინეთი სამომავლოდ გადასახადებისა და სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებასაც აპირებს.


ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის საქონლის გამოფენა (CIIE) შანხაიში დღეს გაიხსნა და ის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. ჩინური მხარის მიწვევით, მასშტაბურ ღონისძიებაში მსოფლიოს 170 ქვეყნის წარმომადგენელი და 3 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები