ჩინეთის ეროვნული ატომური კორპორაცია ყაზახეთში რიგით მე-3 ელექტროსადგურს ააშენებს. ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერის, რომან სკლიარის ინფორმაციით, მშენებლობისთვის მოსამზადებელი პროცედურები უკვე დაწყებულია და მეტი ინფორმაცია მოსახლეობას წლის ბოლოსთვის ეცოდინება.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთმა ბოლო წლებში კიდევ ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. მათგან ერთს, Ulken-ს რუსული Rosatom-ი აშენებს, მეორეს, Kurchatov-ს კი იგივე ჩინური კორპორაცია, რომელმაც ყაზახურ მხარესთან მე-3 ობიექტის აშენებაზე შეთანხმება ახლახან გააფორმა.
საშუალოდ, 2.4 გეგავატიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა $12 მილიარდი ჯდება, თუმცა ჩინური CNNC პირობას დებს, რომ პროექტს ნახევარ ფასად, $5.5 მილიარდად განახორციელებს.




























