აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის გამო, ჩინეთის ექსპორტის მოცულობა ნოემბერში დაეცა - მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ექსპორტმა გასული წლის ნოემბერთან შედარებით 1.1%-ით იკლო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტი 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია თებერვლის შემდეგ. ჩინეთის საქონელზე აშშ-ის ახალი ტარიფები შემდეგი კვირიდან ამოქმედდება.
პეკინი და ვაშინგტონი სავაჭრო დავის გამწვავების თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოტენციურ გარიგებაზე, თუმცა, მხარეები დეტალებზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებები "სწორად მიმდინარეობს". მაშინ როცა ჩინეთი აცხადებს, რომ არსებული ტარიფები აუცილებლად უნდა მოიხსნას და სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს აღნიშნული მოლაპარაკებები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 17-თვიანი სავაჭრო ომი გლობალური რეცესიის რისკს ზრდის.
ამასთან, ჩინეთის ვაჭრობა შედარებით შემცირებულია, თუმცა, მისი მოცულობა ისევ შთამბეჭდავი რჩება. კერძოდ, ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ ერთ თვეში 38 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.