მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთიდან იმპორტი გაიზარდა - რომელი კომპანიები ვაჭრობენ ყველაზე მეტს?

საქართველო-ჩინეთი

2025 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 1.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 8.7%-ია. წლის ჭრილში სავაჭრო ბრუნვა 15%-ით არის გაზრდილი და ჩინეთი მეოთხე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

ჩინეთი მესამეა უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებში. 8 თვეში იმპორტი 18.6%-ით გაიზარდა, 1.2 მლრდ დოლარამდე.

ჩინეთიდან TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი კი ასეთია:

  1. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $44.8 მლნ
  2. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $40.7 მლნ
  3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $35.9 მლნ
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - $33.7 მლნ
  5. მსუბუქი ავტომობილები - $31.9 მლნ

BMG-მ ჩინეთიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP-10 იმპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • შპს ალტა
  • შპს გორგია
  • შპს ემტექნიკსი
  • შპს თეგეტა მოტორსი
  • შპს კორეან ელექტრონიქს
  • შპს მაგთიკომი
  • შპს მაგნიუმ+
  • შპს ნოვა
  • შპს ომეგა
  • შპს ჯორჯია ელექთრონიქ ქომფანი თრეიდ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 3.3%-ით შემცირდა და 196 მლნ დოლარია. ჩინეთი მეშვიდეა საექსპორტო პარტნიორებში.

2025 წლის მონაცემებით, TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:

  1. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $150.6 მლნ
  2. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - $14.8 მლნ
  3. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $10.1 მლნ
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.5 მლნ
  5. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $3.4 მლნ

BMG-მ ჩინეთის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. TOP-10 ექსპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს არ ემ ჯი კოპერი
  • სს კაიშენ თრეიდინგი
  • სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
  • შპს ბი ეს ემ თი
  • შპს გეოპრიპრავა
  • შპს კავკასიან მეტალს ტერმინალი
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს მედსილქი
  • შპს ჯეოდაფნა
  • შპს ჯეოეკო

საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შედის. შეთანხმების მოდერნიზაცია განხორციელდა ელექტრონული ვაჭრობის, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულებით. შეთანხმება 2018 წლიდან მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები