უვიზო რეჟიმი ამოქმედების შედეგად, ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში ჩინეთიდან 32 853 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წლიურ ჭრილში 159.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ჩინეთი 11-ე ადგილზეა ვიზიტების მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალში და მთლიან რაოდენობაში 1.2%-იანი წილი აქვს.
შეგახსენებთ, გასული წლის 11 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. შესაბამისად, მათ ტურისტული მიზნებისთვის უვიზოდ შემოსვლა და 30 დღე ყოფნა შეუძლიათ. უკვე მიმდინარე წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც დააწესა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 2 687 927 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ით მეტია.