მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთის ბაზარზე 6-სავარძლიანი Tesla Model Y-ი შედის

ტესლა
BM. GE
18.08.25 19:50
535

ამერიკული ელექტრომობილების გიგანტი, Tesla ჩინურ ბაზარზე Model Y-ის 6-სავარძლიანი ვერსიით შედის. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად Tesla-ს ჩინური წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

Model Y L - ასე ეწოდება 6 ადამიანზე გათვლილ ელექტრომობილს, რომელიც კომპანიამ ექსკლუზიურად ჩინელი მომხმარებლისთვის შექმნა.

მიღებული გადაწყვეტილებით Tesla, უპირველეს ყოვლისა, ბოლო პერიოდში გაზრდილი კონკურენციის საპასუხო ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. როგორც ცნობილია, ივლისის თვეში ჩინეთში კომპანიის ელექტრომობილების გაყიდვა 8.7%-ით დაეცა, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები მომხმარებელს უფრო ხელმისაწვდომ ავტომობილებს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია 6-სავარძლიან Model Y-ზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში ადგილობრივ ბაზარს გაცილებით მძლავრ Model 3-ს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები