მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ტოვებს

63f320c11a7bd
გიორგი თოლორდავა
20.02.23 12:00
635
გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების, კოვიდპანდემიისა და ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ფონზე, ჩინეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ტოვებს.

სახალხო ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხუთწლიანი სასესხო განაკვეთი 4.30%-ზე შენარჩუნდა; ხოლო ერთწლიანი განაკვეთი 3.65%-იან ნიშნულზე დარჩა.

შედარებით მსუბუქი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების მიზანი ეკონომიკური აქტივობის წახალისებაა, ვინაიდან, დაბალი განაკვეთის პირობებში მომხმარებელს მეტის ხარჯვის სურვილი უჩნდება; მეწარმეები და ბიზნესები უფრო მარტივად ახერხებენ კაპიტალის მოზიდვას და გაფართოებას; ინვესტორები კი შედარებით სარისკო პროექტებსა და სტარტაპებში თანხის დაბანდებისგანაც ნაკლებად იკავებენ თავს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ინოვაციასა და ტექნოლოგიურ პროგრესს.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 3.0%-ით გაიზარდა, ნაცვლად მთავრობის სამიზნე 5.5 პროცენტისა.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება გლობალური მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებით და ჩინეთის კომუნისტური მთავრობის მიერ გატარებული „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკითაა განპირობებული, რომლის ფარგლებში ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებსა და ეკონომიკურ ცენტრებში არაერთი მკაცრი რეგულაცია და ლოკდაუნი დაწესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები