ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მოკლევადიანი რეფინანსირების განაკვეთი 3.5 პროცენტზე დარჩა, ხუთწლიანი განაკვეთი კი 4.2%-ით განისაზღვრა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ აქამდე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე იყო გადართული, თუმცა ამჯერად მარეგულირებელმა ორგანომ შედარებით კონსერვატიული მიდგომა აირჩია.
სავარაუდოდ, სტრატეგიის ცვლილება მთავრობის ახალ ეკონომიკურ სტრატეგიასთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით, მაშინ როდესაც მშპ-ის პროგნოზირებული ზრდის მაჩვენებელი 2.2% იყო.