ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსალოდნელზე გაცილებით უკეთეს შედეგებს ასაჯაროებს, როგორც ჩანს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 5.3%-ით გაიზარდა.
შედარებისთვის, ანალიტიკოსები 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელოდნენ, თუმცა რეალური შედეგები პროგნოზირებულზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა.
ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი ინდუსტრიული წარმოების ზრდაა, რომელიც წინა წელთან შედარებით 6.1%-ით არის გაუმჯობესებული.
რაც შეეხება უმუშევრობის, მან 5.2% შეადგინა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის შედეგთან შედარებით.