ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ იკლო. მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ მხოლოდ 7.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 18.3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად შენელებული ეკონომიკური ზრდისა, აღნიშნული მაჩვენებელი მაინც დამაკმაყოფილებელია, რადგან ეს მიანიშნებს, რომ ქვეყანაში წარმოება და კომპანიები სტაბილურად განაგრძობენ ოპერირებას.
BBC-ის ცნობით, 18.3%-იანი ზრდა ჩინეთის ეკონომიკისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1992 წლის შემდეგ, თუმცა ეკონომისტების ვარაუდით, ქვეყნის ეკონომიკა პირველ კვარტალში 19%-ით უნდა გაზრდილიყო.




























