ჩინეთის ეკონომიკაში დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა ძალიან დადებითია - ასე ფიქრობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, HSBC-ის ფინანსურმა დირექტორმა, ჟორჟ ელდერიმ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
გასულ წელს, მოგეხსენებათ, უძრავი ქონების ინდუსტრიაში კრიზისი დაიწყო, რომლის გამო ჩინეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით, ჩინეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ ბაზარზე კაპიტალის ემისია განახორციელა, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.
“დიდი ეკონომიკურ ცვლილების მომსწრენი ვართ, რაც გვაფიქრებინებს, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ჩინეთის ეკონომიკის მიმართ დადებითად უნდა განვეწყოთ”, - განაცხადა ბრიტანული ბანკის ფინანსურმა დირექტორმა და დასძინა, რომ ჩინეთი უფრო მდგრად და ჩამოყალიბებულ ეკონომიკად უნდა გადაიქცეს.
ამ მხრივ, ბანკირი სამომხმარებლო სექტორის, სერვისების ინდუსტრიის და ელექტრომობილებისა და ელექტრობატარეების მსგავს მწვანე და მდგრადი პროდუქტების განვითარებას გულისხმობს, რაც, მისი თქმით, ჩინეთს “საშუალო ფენის ჭაობში” ჩასვლისგან დაიცავს და ზრდის გაგრძელების საშუალებას მისცემს.