საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იანის განცხადებით, ჩინეთში, ქვეყნის შიდა და გარე ტურიზმის ბიზნესი შეჩერებულია.
ელჩმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესები გააცნო.
„დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით მთავარი ამოცანაა, ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი. ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებით, ჩინელი ხალხი ცდილობს გაუმკლავდეს ვირუსს. ჩინეთის მთავრობა ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რის შედეგადაც ეპიდაფეთქება უხანის გარდა, სხვა პროვინციაში არ მომხდარა. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახალი წლის არდაგეგები გახანგრძლივდა. ასევე, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი“, - განაცხადა ელჩმა.




























