ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ჩინეთის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც ყოველდღიურ ნაბიჯებშიც გამოიხატება. მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები.
ასევე, თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწყვეს ძალიან უმაღლესი დახვედრა. ყველაფერში ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება“, - განაცხადა კობახიძემ.