ჩინეთის მთავრობამ ამერიკული Micron-ის წარმოების ჩიპების, მეხსიერების ბარათებისა და ნახევარგამტარების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, Micron-ის პროდუქცია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებს შეიცავს, რის გამოც ქვეყანაში სულად აიკრძალოს ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები.
Micron-ის ჩიპები ძირითადად მობილური ტელეფონების და კომპიუტერების წარმოებაში გამოიყენება, რამდენიმე ჩინური კომპანიის მიწოდების ჯაჭვი კი თითქმის სრულადაა მორგებული ამერიკულ კომპანიას.
ექსპერტების შეფასებით, Micron-ის აკრძალვა სრულად პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან ანალოგიური გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჩინური კომპანიების წინააღმდეგ მიიღო, ამ ქმედებით კი მმართველი კომუნისტური მთავრობა ვაშინგტონს პასუხს უბრუნებს.