მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ჩინეთის ქალაქ უხანთან საავადმყოფო, რომლის რეკონსტრუქციაც 2 დღის წინ დაიწყო, უკვე გაიხსნა

BM.GE

29.01.20 00:08 58927 ნახვა

ჩინეთის ქალაქ უხანთან 2 დღეში ახალი საავადმყოფოს რეკონსტრუქცია დასრულდა, კლინიკა კორონავირუსით დაინფიცირებულების სამედიცინო დახმარების მიზნით გაიხსნა. როგორც The Daily Mail-ი წერს, 48 საათის განმავლობაში მშენებელთა და მოხალისეთა ჩართულობით, 1000-საწოლიანი კლინიკა ცარიელი შენობის რეკონსტრუირების შედეგად გამართეს.

The Dabie Mountain Regional Medical Centre - ასე ჰქვია ჰოსპიტალს. იგი უხანიდან 75კმ-ში მდებარე ქალაქ ჰუანგანგშია.

საავადმყოფოს 1000 პაციენტის მიღება შეუძლია. პირველი პაციენტები კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. შენობაში უკვე შეყვანილია ელექტროენერგია, წყალი და ინტერნეტი.

აღსანიშნავია, რომ ჰუანგანგის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია. ამ ქალაქშიც კარანტინია გამოცხადებული.


განახლება: bm.ge-მ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაზე დაყრდნობით, თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამედიცინო ცენტრი ორ დღეში ააშენეს, თუმცა მოგვიანებით სხვა მედიასაშუალებებმა დაწერეს, რომ 1000-საწოლიანი საავადმყოფოს მოწყობა ცარიელი შენობის რეკონსტრუქციის შედეგად მოხდა.
საფონდო ბირჟები
კატეგორიები
საფონდო ბირჟები