ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად, 1-წლიანი განაკვეთი 3%-ით განისაზღვრა, ხოლო 5-წლიანი განაკვეთის მოცულობა 3.5%-ზე დარჩა.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მოსალოდნელზე დაბალ ეკონომიკურ აქტივობასთან, რასაც საწარმოო ინდექსის კლება და აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო-სატარიფო დაპირისპირება განაპირობებს.
მართალია, თავად ცენტრალურ ბანკს განაკვეთის შემცირება სურს, თუმცა ინფლაციური სტატისტიკა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რაც უწყებას სტრატეგიული უძრაობისაკენ უბიძგებს.




























