შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
შედეგად, ძირითადი განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, კერძოდ, 1-წლიანი განაკვეთი 3.35%-ით განისაზღვრა, ხოლო 5-წლიანი განაკვეთის მოცულობა 3.85%-მდე შემცირდა.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 4.7%-იან ეკონომიკურ ზრდასთან, რომელიც მოსალოდნელზე უარესი იყო.
მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ეკონომიკური აქტივობის ზრდას უწყობს ხელს - ჩინეთის მთავრობის მიზანიც ამჟამად სწორედ ეს არის.