შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
შედეგად, ძირითადი განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა, კერძოდ, 1-წლიანი განაკვეთი 3%-ით განისაზღვრა, ხოლო 5-წლიანი განაკვეთის მოცულობა 3.5%-მდე შემცირდა.
როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მოსალოდნელზე უარეს ეკონომიკურ აქტივობასთან, რასაც საწარმოო ინდექსის კლება და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი განაპირობებს.




























