მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

ჩინეთის ცენტრალური ბანკი

ბოლო სამ თვეში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მეორედ შეამცირა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპროცენტო განაკვეთი, რადგან მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონდე ქვეყანა პანდემიის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს.

როგორც BBC წერს, ჩინეთის სახალხო ბანკმა შეამცირა ერთწლიანი სესხის ძირითადი განაკვეთი 3.55%-დან 3.45%-მდე. გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას ნაკლებად სავარაუდოა დიდი გავლენა ჰქონდეს, თუმცა ეს მიუთითებს ჩინეთის მთავრობის სურვილზე პანდემიის შემდგომ ეკონომიკა აღადგინოს. 

ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვან შემცირებას და შემცირებული გლობალური მოთხოვნა პანდემიის შემდგომ, ეკონომიკის აღდგენის მთავრობის გეგმებს ემუქრება.

ამას გარდა, პეკინმა უარი თქვა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაჩვენებლის გასაჯაროებაზე, რაც საკვანძო მაჩვენებელია იმის საილუსტრაციოდ, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა შენელებულია თუ არა. მაგალითად, ივნისში ურბანულ დასახლებებში 16-24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 20%-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები