მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქეების რეიტინგი

ჩინელი მილიარდერები

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგი საკმაოდ ხშირად იცვლება, სიის სათავეში ხან ამერიკელ მეწარმეებს ვხედავთ, ხანაც ევროპელ ბიზნესმენებს.

ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, ბილ გეიტსისა თუ ბერნარ არნოს შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და მათი მიღწევებიც უკვე ყველასათვის ცნობილია.

მართალია, უმდიდრესი მეწარმეების ტოპ ათეულში თითქმის ყოველთვის დასავლელ ბიზნესმენებს ვხედავთ, თუმცა ფაქტია, რომ აზიელი მეწარმეებიც არანაკლები სიმდიდრით გამოირჩევიან, მაგრამ მათ მიღწევებს გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა.

დღეს ჩინეთის უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგს წარმოგიდგენთ, რომელიც არაერთ საინტერესო პიროვნებას აერთიანებს.

ჩინეთის უმდიდრესი მოქალაქეების რეიტინგი:

1. ჭონგ შანშანი
ქონება: $61.1 მლრდ
რეიტინგი #23
სიმდიდრის წყარო: Nongfu Spring Water

2. კოლინ ჰუანგი
ქონება: $51.8 მლრდ
რეიტინგი #26
სიმდიდრის წყარო: Pinduoduo

3. მა ჰუატენგი
ქონება: $43.2 მლრდ
რეიტინგი #30
სიმდიდრის წყარო: Tencent

4. ჭანგ იმინგი
ქონება: $42.2 მლრდ
რეიტინგი #32
სიმდიდრის წყარო: ByteDance (TikTok)

5. ჯეკ მა
ქონება: $32.2 მლრდ
რეიტინგი #51
სიმდიდრის წყარო: Alibaba, Ant Group

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები