მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა და ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს - მიზეზი

გაზპრომი

ჩინეთმა და ინდოეთმა, რუსეთის უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორებმა, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს, რადგან აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ტრანსპორტირების ხარჯებს ზრდის. ამის შესახებ Reuters თრეიდერებსა და სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

10 იანვარს ვაშინგტონმა სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზანში რუსული ნავთობის სავაჭრო ჯაჭვს, კერძოდ კი 183 გემს იღებდა, რის გამოც ნავთობის ტრანსპორტირება Aframax-ის ტანკერებით - რომლებსაც 100 000 ტონა ნავთობის გადაზიდვა შეუძლიათ - რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ჩინეთში $7.5 მილიონამდე გაიზარდა, ინდოეთში კი - $10 მილიონამდე.

Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ESPO Blend-ის შესყიდვის ფასი მარტის თვისთვის გაიზარდა და ჩინეთში ახლა ერთი ბარელი $3-5-ით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Brent Crude, რომელიც დაახლოებით $77.3-ად ივაჭრება. რაც შეეხება ინდოეთს, ქვეყნის ნავთობგადასამუშავებელ საწარმოებს რუსული ნავთობით მოვაჭრეებისგან მარტის თვისთვის შეთავაზებები საერთოდ არ მიუღიათ. სწორედ ამ დროს ამოქმედდება სრულად ნორმა.

სანქციების მიუხედავად, აშშ-ის შავ სიაში მოხვედრილი ნავთობტანკერები ჩინეთსა და ინდოეთში ნედლეულის ტრანსპორტირებას აგრძელებენ, თუმცა ზოგიერთ პორტში მათი შეფერხებაც ფიქსირდება.

აშშ-ის სანქციები რუსული გემებისთვის გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. დატვირთულ ტანკერებს რუსული ნავთობის დასაცლელად ვადა 27 თებერვლამდე განესაზღვრათ, 12 მარტიდან კი მათ რუსული ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქცია უნდა შეაჩერონ.

10 იანვრის სანქციების პაკეტი გემებთან ერთად მოვაჭრეებსა და მზღვეველებზეც გავრცელდა, ისევე როგორც რუსულ ენერგოკომპანია "გაზპრომზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები