მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა დიდ ტექ-კომპანიებს Nvidia-ს ჩიპების შეძენა აუკრძალა

Nvidia

ჩინეთის ინტერნეტ-რეგულატორმა, სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციამ უმსხვილეს ადგილობრივ ტექ-კომპანიებს, მათ შორის ByteDance-სა და Alibaba-ს Nvidia-ს ჩიპების შეძენა აუკრძალა. რეგულატორმა განსაკუთრებით გამოყო ამერიკული ტექ-გიგანტის AI ჩიპი, RTX Pro 6000D.

ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მსხვილმა კომპანიებმა მიმდინარე შესყიდვებიც უნდა გააუქმონ და RTX Pro 6000D-ის გამოცდაც უნდა შეწყვიტონ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩინური მარეგულირებელი მხოლოდ შესყიდვებისაგან თავის შეკავებისკენ მოწოდებით შემოიფარგლებოდა, ახლა კი Nvidia-ს ჩიპების შესყიდვა სრულად აკრძალა. კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Nvidia-ს ბაზარზე წვდომას კიდევ უფრო უზღუდავს და აახლოებს იმ ეტაპს, როდესაც კომპანია ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას ვეღარ შეძლებს.

პარალელურად, ჩინურ მედიაში გააქტიურდა საუბარი ადგილობრივი წარმოების ჩიპების შესაძლებლობებზე, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, უკვე სრულად კონკურენტუნარიანია და აღარაფრით ჩამოუვარდება Nvidia-ს AI ჩიპებს. ამ შემთხვევაში, საუბარია Huawei-ს ჩიპებზე, რომლებიც კომპანიამ უკვე წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები