მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთმა ეროვნული ვალუტა გააუფასურა

უვიზო

ჩინეთის მთავრობამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის ცენტრალური ბანკის განკარგულებით, ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი 7.119-ით განისაზღვრა, რაც იუანის გაუფასურების მკვეთრი მაჩვენებელია და ნოემბრის შემდეგ დაფიქსირებულ მინიმუმს წარმოადგენს.

მთავრობის მხრიდან გაუფასურების გადაწყვეტილების მიღების სიახლე უცნაურად ჟღერს, თუმცა მსგავს მოვლენას ჩინეთში ხშირად ვხედავთ, სადაც, მოგეხსენებათ, ფიქსირებული გაცვლითი კურსი მოქმედებს.

იუანის გაუფასურებას ორი მიზეზი აქვს, პირველი ჩინეთის საგარეო ვაჭრობის პარამეტრების გაუმჯობესებას უკავშირდება. მეორე კი უშუალოდ დოლარის გამყარებითაა განპირობებული, რომლის ინდექსი მიმდინარე წლის მაქსიმუმზე იმყოფება, რასაც, თავის მხრივ, FED-ის მხრიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივება განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები