მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთმა Sinovac-ის კორონავირუსის ვაქცინა საზოგადოების ფართო მოხმარებისთვის დაამტკიცა

601fb11b83ad5
თათია კაკიაშვილი
07.02.21 21:00
1268

Sinovac Biotech-ის Covid-19 ვაქცინა ოფიციალურად დამტკიცებულია ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების მარეგულირებლის მიერ ფართო საზოგადოების გამოყენებისთვის. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს არის მეორე Covid-19 ვაქცინა, რომელსაც ჩინეთში „მწვანე შუქი“ აქვს, მას შემდეგ, რაც დეკემბერში ჩინეთის სახელმწიფო ეროვნულ ფარმაცევტულ ჯგუფთან (სინოფარმი) დაკავშირებული პეკინის ინსტიტუტის მიერ შექმნილი დამტკიცდა.

საწყის ეტაპზე ვაქცინები, ძირითადად, იმ ჯგუფებისთვის გამოიყენება, რომლებიც ვირუსის ზემოქმედების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

ამასთან, ინდონეზიამ, თურქეთმა, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, ურუგვაიმ და ლაოსმა ავტორიზაცია მიანიჭეს CoronaVac ვაქცინას, რომელიც შემუშავებულია Sinovac Life Science–ის მიერ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები