მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩინეთში დადებით გამონათებებს ვხედავთ” - კრისტალინა გეორგიევა

642155db017fc
გიორგი არონია
27.03.23 18:50
711

მსოფლიო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას შეფასებით, გლობალურ ეკონომიკაში არსებული არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობის ფონზე, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, დადებითი ეკონომიკური გამონათებები შეინიშნება, - ამის შესახებ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა “ჩინეთის განვითარების ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად აღდგა და მიმდინარე წელს, ის 5.2%-ით გაიზრდება, რაც, გასულ წელთან შედარებით, ორ პროცენტულ პუნქტზე უფრო დიდ ზრდას წარმოადგენს. ჩინეთის ეკონომიკის ამგვარ ზრდას IMF-ი ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნას და ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებას უკავშირებს.

“ეს მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის და მსოფლიოსთვის. მკაფიო აღდგენა ნიშნავს, რომ 2023 წელს, ჩინეთი გლობალური ეკონომიკური ზრდის მესამედზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გლობალურ ეკონომიკას წაადგება. ჩვენი კვლევის საფუძველზე დავასკვენით, რომ გლობალური ზრდისთვის პირდაპირი კონტრიბუციის გარდა, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველი 1%-იანი ზრდა, აზიის სხვა ქვეყნების ეკონომიკებს, საშუალოდ, 0.3 პროცენტული პუნქტით ზრდის, რაც ასევე მისასალმებელია”, - განაცხადა კრისტალინა გეორგიევამ.

ცნობისთვის: მსოფლიო სავალუტო ფონდი, მიმდინარე წელს, მსოფლიოში ეკონომიკის 3%-ზე ნაკლებით გაზრდას ვარაუდობს, რასაც, უმეტესწილად, პანდემიისგან დანატოვარი ნაიარევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განაპირობებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები