ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ სიანში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, 6 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის ოცდაერთი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი, ექვსი კი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება“, - ნათქვამია სიანის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროს განცხადებაში.