პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ.
ინფორმაციისთვის, შოვში, გუშინ სტიქია მოხდა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, მეწყერის შედეგად გარდაცვლილი ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 70-მდე ადამიანი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს, ხოლო დარჩენილების ძებნა მიმდინარეობს.