მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნერგეეთში ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი... მეწყერში კიდევ 5 დაკარგულს ეძებენ - მღებრიშვილი

ნერგეთი

არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა გუშინ გვიან ღამით ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა.

მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს 5 ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიებები. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. ძალიან დიდი მიწის მასაა და დაახლოებით 70%-ია დარჩენილი დასასუფთავებელი. დიდი ალბათობით დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაო", - განაცხადა მღებრიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 სახლში ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს და ის, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.