ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ქვეყნის მასშტაბით მოზარდებს დღის განმავლობაში ორ საათზე მეტი ხნით აეკრძალებათ მობილური ტელეფონების გამოყენება.
კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის განმარტებით, მობილური მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა დაამატონ სპეციალური „არასრულწლოვანთა რეჟიმი“, რომელიც ტელეფონის გამოყენებასთან დაკავშირებით დღიურ ლიმიტს დააწესებს.
8 წლამდე ბავშვებისათვის ტელეფონის მოხმარების მაქსიმალური დრო 40 წუთით განისაზღვრება; 8-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ლიმიტი ერთი საათი იქნება; 16-დან 18 წლამდე თინეიჯერები კი ტელეფონის გამოყენებას დღეში ორი საათით შეძლებენ.
კანონის ინიციატორების განმარტებით, ტელეფონის გადაჭარბებული დოზით გამოყენება მოზარდების განვითარებას აფერხებს და მათ პროდუქტიულობას ამცირებს. გარდა ამისა, ეს ზრდის იმის შანსებს, რომ მოზარდებმა ინტერნეტში არასასურველი სახის ინფორმაცია ნახონ.




























