მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთში ქართული ღვინის მაღალ სეგმენტში წარდგენას დალაგებული სტრატეგია სჭირდება - სომელიე

ჩინეთი

სომელიე გიორგი დარციმელია თვლის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთში მაღალი კატეგორიის ბაზარზე უნდა იყოს ორიენტირებული, რისთვისაც სპეციალურად დალაგებული გეგმა და სტრატეგიაა საჭირო. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივებს ეხებოდა.

„ჩინეთი ქართული ღვინისთვის მზარდი ბაზარია, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ უნდა იყოს საბაზისო ფასის სეგმენტში და უნდა იყოს უფრო მაღალი - საშუალო და პრემიუმ კატეგორიის ფასებში, რასაც სპეციალურად დალაგებული გეგმა და სტრატეგია სჭირდება, გაწერილი ფორმულა, რომლითაც ქართული ღვინის პრომოცირება შესაბამისად იმ ნაწილში მოხდება, სადაც ჩინეთი ასეთ ღვინოს მოიხმარს“, - განაცხადა დარციმელიამ.

გასულ წელს საქართველოდან 252.5 მლნ დოლარის ღირებულების 101 662 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის რეალიზების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი იყო. ღვინის ექსპორტის გეოგრაფიაში გასულ წელს ჩინეთს მეოთხე ადგილი ეკავა და ამ მიმართულებით გაყიდული ღვინის მოცულობა მხოლოდ 3.7%-ს შეადგენდა. შარშან საქართველომ ჩინეთში ყურძნის ნატურალური ღვინოების რეალიზებით 12.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, გადატვირთული საქონლის მოცულობამ კი 3 780 ტონა შეადგინა. აღსანიშნია ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ჩინეთში ღვინის გაყიდვები 23.5%-ით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები