მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი დაიწყო - ვინ ესწრება?

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ყოველწლიური სამიტი დაიწყო. წლევანდელი სამიტი 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაიმართება ტიანძინში - ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში.

სამიტზე 20-ზე მეტი უცხოელი ლიდერი და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიკრიბება. მათ შორის არიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერები: ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

პუტინი ჩინეთში ჩავიდა

ამასთან, "ალჯაზირას" ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ სამიტს დაესწრება ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიანმარის სამხედრო მეთაური მინ აუნ ჰლაინგი, ნეპალის პრემიერ-მინისტრი ქეი ფი შარმა ოლი, ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი და მალდივის კუნძულების პრეზიდენტი მოჰამედ მუიზუ.

სამიტს ასევე დაესწრებიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) გენერალური მდივანი კაო კიმ ჰურნი.

ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში 10 ქვეყანა შედის, რომლებზეც გლობალური მშპ-ის 23% მოდის. წევრი ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, ბელარუსი, ინდოეთი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ასევე, ორგანიზაციაში ორი დამკვირვებელი ქვეყანაა: ავღანეთი და მონღოლეთი. გარდა ამისა, ორგანიზაციას ჰყავს 14 ძირითადი დიალოგის პარტნიორი, მათ შორის საუდის არაბეთი, ეგვიპტე, თურქეთი, მიანმარი, შრი-ლანკა და კამბოჯა.

ორგანიზაცია 2001 წელს შეიქმნა და ევრაზიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გაერთიანებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები