მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა $1.6 მლრდ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ TOP-სავაჭრო პარტნიორთან?

63a1c140cd674
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.22 23:00
749
საქართველოს $17 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილი, მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა.

ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი მიმდინარე წლის 11 თვეში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ, 1.678 მლრდ დოლარის სავაჭრო ბრუნვით ჩინეთი მესამე პარტნიორი გახდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტი ამ პერიოდის განმავლობაში 23.4%-ით გაიზარდა.

ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტს ძირითადი 60.6%-იანი წილი უკავია. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ჩინეთიდან იმპორტი 28.7%-ით გაიზარდა.

უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

1. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები - 44.1 მლნ დოლარი, 13 909 ტონა;
2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 36.1 მლნ დოლარი, 330 ტონა;
3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 34.4 მლნ დოლარი, 27 831 ტონა;
4. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი - 33.9 მლნ დოლარი, 23 291 ტონა;
5. მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის - 23 მლნ დოლარი, 2 949 ტონა;

დანარჩენი საქონელი - სულ: 845.9 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმას ექსპორტის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში 660.7 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის რეალიზება მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის ექსპორტით მიღებულ შემოსავალს 16.1%-ით აღემატება. მთავარი საექსპორტო საქონელი ამ პერიოდის განმავლობაში სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო. თუმცა შემთხვევაში საქონლის საექსპორტო მოცულობები წინა წელთან შედარებით შემცირდა, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს რომ საერთაშორისო ბაზარზე საქონელი გაძვირდა (2021 წლის 11 თვე - 462,2 მლნ დოლარი, 239 191 ტონა).

TOP-5 ექსპორტირებული საქონელი კი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 517.7 მლნ დოლარი, 220 071 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 75 მლნ დოლარი, 26 055 ტონა;
3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 19.1 მლნ დოლარი, 73 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 11.4 მლნ დოლარი, 3 552 ტონა;
5. ალუმინი დაუმუშავებელი - 6.8 მლნ დოლარი, 2 850 ტონა.

დანარჩენი საქონელი - სულ: 30.5 მლნ დოლარი.