მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“ - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და ამავე დროს, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიურ ბიზნესს ევროპულ ბაზარზე წვდომას სთავაზობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩინეთმა და საქართველომ ცოტა ხნის წინ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე კავშირები გააძლიერეს, რაც ჩვენს როლს აძლიერებს როგორც კონტინენტებს შორის დამაკავშირებელ ქვეყანას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის და ასევე მეტად აძლიერებს როგორც ევროპასა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გადამწყვეტია აზიური ბიზნესისა და ინვესტორებისთვის. საქართველო გთავაზობთ წვდომას ევროპულ ბაზარზე და ასევე უზრუნველყოფს პლატფორმას, რომ უფრო გაფართოვდეს მომხმარებელთა ბაზა ჩვენს სამეზობლოში“, - განაცხადა პრემიერმა.

რას ნიშნავს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები