მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურ კომპანიებზე ჩიპების გაქირავების შემთხვევაში, Nvidia-ს პარტნიორებს ჩიპებს აღარ მიაწვდის

Nvidia

ღრუბლოვანი სერვისების კომპანიები Nvidia-ს ჩიპებს ვეღარ შეიძენენ, თუ გამოთვლით სიმძლავრეებს ჩინურ ფირმებს მიაქირავებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩიპების მომწოდებლებმა მყიდველებს ეს პირობა მას შემდეგ წაუყენეს, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის ნახევარგამტარებზე დისტანციური წვდომის შემზღუდავი ახალი წესი გამოაცხადა.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში შემავალმა მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ რეგულაცია 16 ნოემბერს წარადგინა, 19 ნოემბრიდან კი ის ძალაში ოფიციალურად შეიყვანა. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაცია მიზნად საექსპორტო კონტროლის იმ ხარვეზის აღმოფხვრას ისახავს, რომელიც ჩინურ კომპანიებს უცხოურ მონაცემთა ცენტრებში Nvidia-ს მოწინავე ჩიპების დისტანციურად დაქირავებაში ეხმარებოდა.

ცნობისთვის, მანამდე მოქმედი საექსპორტო კონტროლის წესები ჩინური კომპანიებისთვის Nvidia-ს უახლესი ჩიპების პირდაპირ მიყიდვასა და ქვეყანაში მათ იმპორტს კრძალავდა, თუმცა მესამე მხარის მონაწილეობით რეგულაციების გვერდის ავლა შესაძლებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები