მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური ბანკები მოსკოვის საფონდო ბირჟას ტოვებენ

moex

ჩინური ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები მოსკოვის საფონდო ბირჟას ტოვებენ და ოფიციალური არხებით იუანში ტრანზაქციების გატარებას წყვეტენ. ამ ტენდენციის სათავეში Bank of China-ს ვხედავთ, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში მას სხვა ჩინური კომპანიებიც შეუერთდნენ.

ჩინური ბანკების ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მთავრობის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტის დაწესებით არის განპირობებული, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, მეორეული სანქციები დაუწესოს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც აშშ-ის მიერ განსაზღვრულ შეზღუდვებს დაარღვევს.

რუსეთში ჩინურ ბანკებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ, რადგან რუბლისა და იუანის გადაცვლის პროცესში ისინი აქტიურად მონაწილეობენ და ამ ტიპის ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მათზე მოდის.

მოსკოვის საფონდო ბირჟიდან გასვლით ჩინურ ბანკებს აშშ-ის სანქციებისგან თავის დაცვა სურთ, რაც ლოგიკურია, რადგან სანქცირებულ სიაში მოხვედრა არცერთი კომერციული ბანკის ინტერესებში არ შედის.

ექსპერტების შეფასებით, სანქციების ახალი პაკეტის ამოქმედებას დროებითი გავლენა ექნება, რადგან რუსეთის და ჩინეთის მთავრობები ამჟამად აქტიურად მუშაობენ ახალი საგადახდო სისტემის შექმნაზე, რომელსაც აშშ და ევროკავშირი ვეღარ შეზღუდავენ. მანამ, სანამ ეს პროექტი მომზადდება, რუსულ ბიზნესებს ალტერნატიული გზების მოძიება და ე.წ. შავ ბაზარზე ვაჭრობა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები