მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური კორპორაცია საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივ კომპანიასთან ერთიანდება

რკინიგზა
20.09.24 00:15
3038

ჩინური კორპორაცია საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივ კომპანიასთან ერთიანდება - აღნიშნულის შესახებ BMG-ის აზერბაიჯანის ბიურო წერს.

მათი ინფორმაციით, „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე რავშან რუსტამოვმა და კომპანია China Railway Container Transport Corp.-ის პრეზიდენტმა იანგომ ბინომმა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს ერთობლივ კომპანია Middle Corridor Multimodal-თან CRTC-ის დაკავშირების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს. როგორც BMG-ის „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ განუცხადეს, ჩინური კორპორაციის ერთობლივ კომპანიაში თანამონაწილეობის ღონისძიება „აბრეშუმის გზის“ VIII საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება, რომელიც სიანში 19-20 სექტემბერში გაიმართება.

გარდა ამისა, მხარეებს შორის განხილული იყო აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხები, მათ შორის შუა დერეფანში სატვირთო გადაზიდვების ზრდის მიმართულებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საკონტეინერო მატარებლების მოძრაობის აღდგენის შემდეგ 2024 წლის დასაწყისიდან ჩინეთის პორტებიდან აზერბაიჯანში 212 საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი გამიგზავნა. ბაქოს პორტებში კონტეინერების მიწოდების ვადები 8-10 დღეს, შავი ზღვის პორტებში კი 10-12 დღეს შეადგენს.

ჩინეთის რკინიგზამ საქართველო-ყაზახეთი-აზერბაიჯანის რკინიგზების ერთობლივ კომპანიასთან მიერთების სურვილი ჯერ კიდევ ივლისში გამოთქვა.

2023 წლის ოქტომბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა დაარსეს ერთობლივი კომპანია, რომლის მიზანსაც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაცია, აღნიშნული მარშრუტის პოპულარიზაცია და ქვეყნებს შორის სატრანსპორტო სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. კომპანიის მიზანია ტვირთების ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება, რამაც გადამზიდავებისთვის სერვისების მიღება უნდა გაამარტივოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები