მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩინური რეგულატორი Nvidia-ს მონოპოლიაში ადანაშაულებს

ჩინეთი

ჩინურმა რეგულატორმა ამერიკული ტექ-გიგანტი, Nvidia მონოპოლიაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც სახელმწიფო ორგანოში აცხადებენ, კომპანიამ კონკურენციის შესახებ კანონი დაარღვია მაშინ, როცა 2020 წელს კომპანია Mellanox Technology შეიძინა და რეგულატორის მიერ დაწესებული წინაპირობები არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, მაშინ ჩინურმა მხარემ Nvidia-ს მოსთხოვა, არ ესარგებლა ბოროტად შესაძლებლობით და Mellanox Technology-ის პროდუქცია კვლავ შეუფერხებლად და იდენტურ ფასად შეეთავაზებინა ადგილობრივი ბაზრისთვის.

ამერიკული ტექ-გიგანტის მიერ კონურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ ეჭვები რეგულატორმა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში გააჟღერა, თუმცა ამჯერად მის წინააღმდეგ სახელმწიფო გამოძიება დაიწყო. როგორც SAMR-ში აცხადებენ, Nvidia-მ Mellanox Technology-ის კლიენტებს პროდუქციის მიწოდება შეუზღუდა, რამაც მათი საქმიანობა დააზარალა. ამასთან, ხელოვნურად გაზარდა ფასები, რათა არსებული უპირატესობით ესარგებლა და მეტი მოგება მიეღო.

უცნობია, როგორი შედეგით დასრულდება გამოძიება და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს რეგულატორი, თუმცა ეს Nvidia-სთვის ჩინურ სახელმწიფო ორგანოსთან დაპირისპირების პირველი შემთხვევა არაა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ გამოძიების დაწყება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მასშტაბურ სავაჭრო მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები