მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური სატვირთო მატარებლები გერმანიაში ჩასვლას რუსეთის გვერდის ავლით შეძლებენ

626021dd2b30d
გიორგი თოლორდავა
21.04.22 00:30
1836
ჩინეთმა ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამოქმედა, რომელიც სატვირთო მატარებლებზეა გათვლილი და სიანის საერთაშორისო პორტს გერმანიასთან აკავშირებს.

სარკინიგზო მარშრუტი დაახლოებით 11,300 კილომეტრს მოიცავს და ის რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე გადის.

სიანის პორტი 13 აპრილს პირველმა 42-ვაგონიანმა სატვირთო მატარებელმა უკვე დატოვა და ის სწორედ ზემოაღნიშნულ სამარშრუტო გზას გაივლის.

ჩინური ლოგისტიკური კომპანიის, „სიანის“ შეფასებით, ახალი მარშრუტის საშუალებით სარკინიგზო გადაზიდვების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ახალი მარშრუტი ამცირებს სატრანსპორტო ხარჯებს და ზრდის სარკინიგზო გადაზიდვების ეფექტიანობას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს ჩვენი კომპანიისთვის საექსპორტო გაზიდვების დასტაბილურების ახალ შესაძლებლობას ქმნის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები