მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინური Xpeng’s-ის მფრინავი ტაქსები ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდება

616eb72d7029e
ნათია თაქთაქიშვილი
19.10.21 21:20
1082
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი Xpeng’s-ის შვილობილი კომპანია T Aero-ს მფრინავი ტაქსები ბაზარზე 2024 წლიდან გამოჩნდება. როგორც კომპანია აცხადებს, მათ უცხოელი ინვესტორებისგან უკვე 500 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინური მწარმოებელი ინვესტორებისგან მოზიდულ თანხას მფრინავი ტაქსების განვითარებაში ჩადებს. კომპანიის ცნობით, ელექტრო ტაქსის ახალ მოდელს ოპერირება როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზეც შეეძლება.

„ეს იქნება სრულად ინტეგრირებული მფრინავი მანქანა, რომელიც განკუთვნილია როგორც დაბალ სიმაღლეზე ავიამგზავრობისთვის, ასევე საგზაო მოძრაობისთვის“, - განაცხადა Xpeng’s-ის შვილობილი კომპანია T Aero- ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ჟაო დელიმ.

გამოცემა წერს, რომ ჩინური Xpeng’s-ის გარდა, მფრინავი ტაქსების განვითარებაზე  აქტიურად მუშაობს Hyundai, გერმანული სტარტ-აპი Lilium-ი და ჩინური Ehang-იც. თუმცა სავარაუდოა, რომ მფრინავ ავტომობილებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევთ მარეგულირებლის ნებართვის მოსაპოვებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები