აზიის განვითარების ბანკის საერთაშორისო ტენდერში, რომელიც საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი ენერგოდამაგროვებელის, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის მშენებლობას უკავშირდება ჩინურმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. ADB-ის ვებგვერდის თანახმად, პროექტს $71 მილიონად China Energy Engineering Group Northwest Power Construction Engineering-ი და Central Southern China Electric Power Design Institute-ი განახორციელებენ.
თავის მხრივ ფინანსთა სამინისტრომ დააკორექტირა აღნიშნული პროექტის განხორციელების გრაფიკი. სახელმწიფო მოელოდა, რომ 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის განმახორციელებელი კონტრაქტორი ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს გამოცხადებული ტენდერით შეირჩეოდა და მისი მშენებლობა 2026 წელს დაიწყებოდა, თუმცა პირველი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა და მისი განხორციელება 2027-2028 წლებზე გადავიდა. პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა.
"საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის, მოქნილობისა და უსაფრთხოების ასამაღლებლად ქვესადგურის „ქსანი-500“ მიმდებარედ 200 მგვტ სიმძლავრისა და 200 მგვტ.სთ ტევადობის ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობების სისტემის მონტაჟი და საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ინტეგრაცია; ქსელის უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა, იმპორტირებული ენერგიის დამოუკიდებლად,"- ნათქვამია ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართში.
























