მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინურმა მფლობელმა თუკი TikTok-ი არ გაყიდა, ის აშშ-ში აიკრძალება - ბაიდენი ინიციატივას მხარს უჭერს

TikTok
09.03.24 11:47
688

Reuters-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელს მოაწერს, თუ კონგრესი მას დაამტკიცებს.

„თუ ისინი ამას მიიღებენ, მე ხელს მოვაწერ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტის შესახებ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომდევნო ხუთშაბათს დაგეგმილია TikTok-ის შეზღუდვის კანონპროექტის კენჭისყრა. კანონპროექტის თანახმად, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა კანონის მიღების შემდეგ 6 თვის ვადაში უნდა გაყიდოს ტიკტოკი არაჩინელ ახალ მესაკუთრეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია აღარ იქნება განთავსებული აშშ-ში ანდროიდის და ეფლის store-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები